არ იქნება არანაირი სრული ლოკდაუნი - გახარია
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან ქვეყანაში ე.წ. სრული ლოკდაუნია მოსალოდნელი, არ შეესაბამება სიმართლეს.
"არანაირი სრული ლოკდაუნი არ იქნება. მივყვებით გეგმას, რომელიც უკვე არსებობს და დაწესებული შეზღუდვების ეფექტს უკვე ვგრძნობთ. არაფერი არ იცვლება, როგორც განვაცხადეთ მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით თუ ფეხით. 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და ისინი დაიხურება, სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არ იქნება ლოკდაუნი, არც გადაადგილების შეზღუდვაზე. ეს არის ჭორები", - განაცხადა პრემიერმა.