არავისთან მოლაპარაკებებში მე არ ვმონაწილეობ, მაგრამ ჩემი შეთავაზება იქნებოდა, დროზე შევიდნენ პარლამენტში - გახარია
არავისთან მოლაპარაკებებში მე არ ვმონაწილეობ, მაგრამ ჩემი შეთავაზება იქნებოდა, დროზე შევიდნენ პარლამენტში და მოქალაქეებმა რა ვალდებულებაც დააკისრეს, შეასრულონ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია არ შეასრულებს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მოქალაქეები ამ ყველაფერს შესაბამის შეფასებას მისცემენ მომდევნო არჩევნებში.
„არავისთან მოლაპარაკებებში მე არ ვმონაწილეობ და არანაირი მოლაპარაკების შესახებ არ ვიცი, ეს ერთი. მეორე, პირადად ჩემგან შეთავაზება იქნებოდა ერთი – დროზე შევიდნენ პარლამენტში და ჩვენმა მოქალაქეებმა რა მოვალეობა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც დააკისრეს, ის აიღონ თავიანთ თავზე და შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ შემდგომ არჩევნებში, ყოველგვარი ირონიის გარეშე.