თეგებით ძიება

ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბოენტებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი იზრდება.

კერძოდ, „თელასისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.498 თეთრს შეადგენს. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ - 26.537 თეთრამდე იზრდება.

რაც შეეხება „თელასის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტია.

სემეკ-ის დადგენილების პროექტით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) ასეთი იქნება: პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი; მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ამ შემთხვევაში ტარიფი საშუალოდ, 11 თეთრით გაიზარდა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება თბილისშიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა