3.5 თეთრით გაძვირებული ელექტროენერიის ტარიფი - დავით ნარმანია "შიშსა და შეშფოთებას" ვერ ხედავს
ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლიდან გაიზრდება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
განიხილება "თელასის", "ენერგო-პრო ჯორჯიას", ასევე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და "რუსთავის" წყლის განაცხადები სამომხმარებლო ტარიფის მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
"2021 წლიდან, მას შემდეგ რაც შეზღუდვები გაუქმდება, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება. შიშსა და შეშფოთებას ვერ ვხედავთ იმ ტარიფების მიმართ, რომელსაც დავადგენთ," - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ახალი ტარიფები სამომხმარებლო ნაწილში იმატებს 3.5 თეთრით, ხოლო კომერციულ ნაწილში 10-11 თეთრით. ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა.
წყარო:newpost.ge