თეგებით ძიება

ნამოხვანჰესის მომხრეების კონტრაქცია - ადგილობრივები ხელისუფლებას პროექტის დროულად დაწყებას მოუწოდებენ

კონტრაქცია რიონხეობის მოსახელობის ნაწილმა გამართა - ისინი ითხოვენ ნამოხვანჰესის მშენებლობის დაწყებას.

აქტივისტები აცხადებენ, რომ პროექტი ერთადერთი შანსია ხეობის გადასარჩენად და არასწორია ინფორმაცია, თითქოს ჰესი მშენებლობა საფრთხის შემცველია.

მათი განმარტებით, ხეობა დაცლილია ხალხისგან და თუ სამუშაო ადგილები შეიქმნება, მოსახლეობა ხეობაში დაბრუნდება, ამასთან, განვითარდება ინფრასტრუქტურა და ტურიზმიც.

ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მშენებლობა დროულად დაიწყოს. აქციის მონაწილეები ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტსაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ჰესის მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება და რეგიონს წალეკვის საფრთხე არ დაემუქრება.

შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს "ნამოხვანჰესის" მშენებლობას.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა