თეგებით ძიება

გუშინდელი საქმის შემდეგ, მელაშვილი მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს - ადვოკატი

მას შემდეგ, რაც ციხის ადმინისტრაციამ მელაშვილს უფლება არ მისცა, რომ ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული ანალიზი გადაეცა, ის მატროსოვის ციხიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს , - აღნიშნულ ინფორმაციას ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარ მარიკაშილი სოციალურ ქსელში ავცრცელებს და წერს:

"როგორც აღმოჩნდა გუშინდელი ამბის შემდეგ, ივერი მელაშვილი მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

ახლა მივდივარ და კიდევ ერთხელ, დაცვის სტრატეგიისთვის, კონკრეტულ დოკუმენტებზე მჭირდება მისი უშუალო მოსაზრებები.

იმედი მაქვს სპეციალური პენიტენციური სამსახური გაიაზრებს ბრალდებულის დაცვის უფლების მნიშვნელობას, მის როლს ამ პროცესში და კიდევ ერთხელ არ შექმნის ბარიერებს ბრალდებულთან კომუნიკაციისას",-წერს მარიკაშვილი.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა