თეგებით ძიება

თუ პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, ეკონომიკურის დაძლევაზე საუბარიც არ შეიძლება - ზაალ უდუმაშვილი

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც თქვა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, ეკონომიკური და კოვიდკრიზისის დაძლევაზე საუბარიც ზედმეტია

უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებების კეთებას ჯობია, ხელისუფლებამ ახალი არჩევნები დანიშნოს.

"თუ ეს პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, ვერანაირ ეკონომიკურ და კოვიდკრიზისის დაძლევაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმიტომ, რომ დღეს ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ ჩიხში შესული და მოსაძებნია აქედან გამოსავალი, ამ გამოსავლის გასაღები არის სწორედ ხელისუფლების ხელში.

ასეთი განცხადებების კეთებას ჯობია, დროულად იფიქრონ იმ რაციონალურ წინადადებაზე, რომლითაც ისინი უნდა მოვიდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს რაციონალური წინადადება, რა თქმა უნდა, შეეხება მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში", - აცხადებს უდუმაშვილი.

პრემიერმინისტრმს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისთვის მთავარი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა და არა ის, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა