თეგებით ძიება

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ტარიფი იზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. სემეკმა შპს „ჯივიპის“ და შპს „რუსთავის წყალის“ გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა.

ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს. ახალი ტარიფის ორივე შემადგენელი კომპონენტი - „წყლის მიწოდება“ და „წყალარინება“ (კანალიზაცია) გაძვირებულია.

სემეკი-ის გადაწყვეტილებით, ახალი ტარიფები ასე განისაზღვრა:

1) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ სულზე თვეში 3.829 ლარი იქნება, რაც არსებულ ტარიფს 0.531 ლარით აღემატება.

2) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 0.424 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 0.145 ლარით აღემატება;

3) არსაყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტზე 5.511 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 1.78 ლარით აღემატება.

სემეკის მიერ წარმოდგენილი ტარიფები დღგ-ის გარეშე არის მოცემული, შესაბამისად მათ 18% ემატებათ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველებისთვის წყლის ტარიფის მატებას სრულად დაასუბსიდირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა