"იმედია, უფალი გადმოგვხედავს და მალე გაიხსნება ტურიზმი"- "ოცნების" დეპუტატის სიტყვა ერთპარტიულ პარლამენტში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მმართველი გუნდი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს ფინანსთა მინისტრს მიმართა.
მან ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:
"გამოჩნდა, რომ ბიზნესში, დღევანდელ ჩვენს ეკონომიკურ პარამეტრებში, გასულ წლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტურიზმს. ამიტომ, სწრაფად აღდგენადი ქვეყანაში ამ პერიოდში, იქნება ტურიზმი. თუ რამე იქნება ამ მიმართულებით კიდევ გაკეთებული, რომ ტურიზმზე, რომელსაც ველოდები და იმედია, რომ უფალი გადმოგვხედავს და მალე გაიხსნება ჩვენთან ეს მიმართულება, რით შეიძლება კიდევ დავეხმაროთ ამ სექტორს?"- თქვა დეპუტატმა.
წყარო:newpost.ge