ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა
ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა.
ყოფილმა ტელეწამყვანმა შემოთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო.
ხოფერია ჯერ არ საუბრობს განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებებს. ამბობს, რომ „ჯერ სიტუაციაში ადგილზე უნდა გაერკვეს“.
უკვე, ყოფილი მინისტრის, როლანდ ნიჟარაძის აზრით, ჟურნალიტს შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს და მომხდარი ცვლილებები ჟურნელისტებთან საუბარში გავლენებს დაუკავშირა.
მისივე თქმით, ჟურნალ „სითის“, რომელსაც ეკა ხოფერია 11 წელი უძღვებოდა, მისი და თეა ხოფერია უხელმძღვანელებს.