სანამ საახალწლო პერიოდია და მთელი ერი საცივში ჩავყოფთ თავს, პროტესტის ახალ გზებსა და ფორმებზე ფიქრის დროა — ჯაფარიძე
გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სანამ საახალწლო პერიოდია და მთელი ერი საცივში ჩაყოფს თავს, იმაზე ფიქრის დროა, რომ ოპოზიციამ პროტესტის ახალი ფორმები და გზები მოიფიქროს, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური იქნება.
"21-ე საუკუნეა, კომუნიკაცია არის ძალიან დაჩქარებული, მილიონი რაღაცის მოფიქრება შეიძლება უფრო კრეატიულად და განსხვავებულად. ისეთი ფორმების მოძებნა, რომელიც უფრო მტკივნეულად დაარტყამს ხელისუფლებას და რაღაც კონკრეტულ შედეგებზე გაგვიყვანს და მე მგონია, რომ ახლა, სანამ საცივში ჩავყოფთ მთელი ერი თავს, რომ ჩავყოფთ მაგის მერეც ცოტა ხანი, მაგაზე ფიქრის დროა. სანამ საახალწლო პერიოდია, როდესაც პოლიტიკური აქტივობა, გინდა არ გინდა, კვდება, მაგაზე ფიქრის დროა, რომ მოვიფიქროთ ახალი ფორმები და ახალი გზები პროტესტის, რომელიც იქნება ბევრად უფრო ეფექტური", — განაცხადა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციის ბრძოლის ის ფორმები, რომელსაც ოპოზიცია აქამდე იყენებდა, მოძველებულია, არაეფექტურია და აღარ მუშაობს.
წყარო:on.ge