"100 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილია" - ბრიტანეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინა მოხმარებისთვის დამტკიცდა
კორონავირუსის საწინააღმდეგ ვაქცინა, რომელიც OXFORD-ის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შეიქმნა, გამოსაყენებლად უკვე ოფიციალურად დამტკიცდა დიდ ბრიტანეთში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ საერთო ჯამში 100 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა შეუკვეთა, რაც ორი დოზის გამოყენების ფონზე საკმარისია 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად.
ზემოხსენებული ვაქცინა აპრილში შეიქმნა, რომლის გამოცდები 2020 წლის ბოლომდე აქტიურად მიმდინარეობდა. ეს გახლავთ მეორე ვაქცინა, რომელიც ბრიტანეთში გამოსაყენებლად დამტკიცდა Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად. ამ დრომდე ქვეყანაში უკვე 600 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა ვაქცინით. ამის შესახებ წერს BBC-ი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის დაბალი ფასის გამო ბრიტანეთში მისი წარმოებას ძალზე მასშტაბური ხასიათი ექნება, რომლის ფონზეც უმოკლეს ვადებში აიცრება მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
მის მთავარ უპირატესობას Pfizer-ის ვაქცინისგან წარმოადგენს ის, რომ მას არ სჭრიდება ულტრა ცივი გარემოს შექმნა და -70 გრადუსის საყინულეში მოთავსება.
AstraZeneca-ს ვაქცინის კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად 62-92 %-იანი ეფექტურობით ხასიათდება და ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაში ინახება, ხოლო MODERNA-სა და Pfizer-ის ვაქცინები კი 95 %-იანი ეფექტურობით გამოირჩევიან და პირველი მათგანი -20 გრადუსის მქონე ტემპერატურულ სივრცეში უნდა იქნეს მოთავსებული და მისი შენახვა შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში, რაც შეეხება Pfizer-ის პრეპარატს, ის - 70 გრადუსის მქონე გასაყინ სპეც მაცივრებში უნდა იქნეს მოთავსებული.
წყარო:newpost.ge