თეგებით ძიება

"100 მეტრში ვცხოვრობ პარლამენტიდან, რომ მინდოდეს, შევიდოდი, ვერავინ დამიშლიდა" - ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი , ალეკო ელისაშვილი აცხადებს , რომ მისი გუნდისთვის პრიორიტეტული არ არის რიგგარეშე არჩევნები, თუმცა რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში. მისი თქმით, 100 მეტრში ცხოვრობს პარლამენტიდან და რომ უნდოდეს შესვლა , ვერავინ დაუშლიდა.

"ჩვენთვის არ არის პრიორიტეტული საკითხი რიგგარეშე არჩევნები და რაც პრიორიტეტული არ არის, იმაზე რატომ უნდა ველაპარაკებოდე ვინმეს, მით უმეტეს ფარულად. ჩვენ წესიერი ბოიკოტის რეჟიმში ვართ. კი არ დავხარბდით და კი არ გავვარდით და ფული კი არ მოვითხოვეთ ცალი ხელით. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ. 100 მეტრში ვცხოვრობ პარლამენტიდან, რომ მინდოდეს, შევიდოდი, ვერავინ დამიშლიდა" , - განაცხადა ელისასვილმა.

აქვე გეტყვით, ელისაშვილი აცხადებს, რომ "გაწიკწიკებული" საარჩევნო სისტემის შემთხვევაში მზად არის, პარლამენტში შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულია. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა