თეგებით ძიება

თბილისში 18 000 ტაქსის მძღოლს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდება - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცახადა, რომ დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით შეტყობინებას მიიღებს , თუ სად შეეძლებათ კორონავირუსზე სწრაფი ტესტის გაკეთება. კალაძის თქმით, ტესტირება უფასო იქნება.

"ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას, დაახლოებით, 18 ათასი ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ ტესტირების ჩატარება, რა თქმა უნდა, ტესტირება მათთვის იქნება უფასო. მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვებულები ვიყოთ, თვითონ ტაქსის მძღოლებიც და ისინიც ვინ ტაქსით სარგებლობს", - განაცხადა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის, უფასო ტესტირება ტაქსის მძღოლების გარდა შეეთავაზათ ყველა კონფესიის სასულიერო პირს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა