თეგებით ძიება

გადავიდნენ შინაპატიმრობაში - შესაძლოა, ამნისტიის შესახებ კანონი სტუდენტ პატიმრებსაც შეეხოთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაძლოა, „ამნისტიის შესახებ“ კანონი იმ სტუდენტებსაც შეეხოთ, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პარალელურად სწავლობენ. სარჯველაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ პატიმრობაში მყოფი სტუდენტები შინაპატიმრობაში გადავიდნენ:

„გვაქვს ასევე ინიციატივები და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ამას უბრალოდ დასჭირდება სტატისტიკის დამუშავება, ეს მნიშვნელოვანია და შესაძლებლობებისა და რესურსების გაანალიზება. გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, აქ არის განსხვავებული მოსაზრებებიც, იგივე, თუნდაც ამ კატეგორიის ცალკეული მუხლების გამორიცხვისა და ა.შ. ვნახოთ, ამ დისკუსიების პროცესში, ალბათ, ეს საკითხიც მეტ სიცხადეს შეიძენს და შესაბამისად, უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გვექნება,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. არ არის გამორიცხული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ინიციატივა სესიაზე, პირველი მოსმენით, დღესვე გავიდეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა