თეგებით ძიება
30. 12. 2020 მსოფლიო

აშშ-ს ახლადარჩეული კონგრესმენი კოვიდ 19-ისგან გარდაიცვალა

ლუკ ლეტლოუ, ლუიზიანას ახლადარჩეული კონგრესმენი კოვიდ 19-ის დაავადების შედეგად გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ წერს FOXNEWS-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ლეტლოუ კრიტიკულ მდგომარეობაში იყო-მას ორმხრივი ძიერი პნეუომონია აღენიშნებოდა და სუნთქვა უჭირდა. მისი თანაგუნდელების მხრივ, იგი კვირას ფიცის დადების ცერემონიალზე უნდა გამოცხადებულიყო.

ლუიზიანას გუბერნატორის თქმით, ლეტლოუს დაკრძალვის დღეს შტატში ეროვნულ დროშებს გლოვის ნიშნად დაუშვებენ.

აშშ-ში კორონავირუსის 19 977 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 346 000-ზე მეტი ფატალური აღმოჩნდა, ხოლო 11 844 472-მა პაციენტმა კოვიდ 19 უკვე დაამარცხა. ვირუსი ამ დროისთვის 8 მილიონამდე ადამიანს უფიქსირდება, რომელთაგან 30 000 კრიტიკულ მდგომარეობაშია და მათი უმრავლესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა