თეგებით ძიება
30. 12. 2020 მსოფლიო

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართის საქმე აღიძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მთავარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ მონაცემების, მტკიცეულებების შეგროვების საფუძველზე ალექსეი ნავალნისა და კიდევ რამდენიმე პირის საწინააღმდეგოდ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც თაღლითობას ეხება“ - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ნავალნის $5 მილიონ დოლარამდე საკუთარი ორგანიზაციებისთვის მიღებული შემოწირულობების მითვისებაში ადანაშაულებენ. გამოძიების თქმით, ნავალნი აღნიშნულ ფულს პირადი მიზნებისთვის- ქონების შესაძენად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად , აგრეთვე საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლის დასაფინანსებლად იყენებდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა