თეგებით ძიება

მაიკ პომპეო გიორგი გახარიას მადლობას უხდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოში გასული წლის ვიზიტი გაიხსენა.

მან Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:

„გადავწყვიტე საქართველოს ვსტუმრებოდი და ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრები იქაც გამემხნევებინა. მადლობა გიორგი გახარიას თბილი მიღებისთვის“.

მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა. ის სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანს, ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა