ოცნების სათადარიგო შემადგენლობა პარლამენტში შედის - ნებისმიერი პირი, ვინც პარლამენტში შევა, მმართველი პარტიის რიგებში ჩაირიცხება
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტში ვინმე შევა, საკანონმდებლო ორგანო მაინც ერთპარტიული დარჩება.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს, ნებისმიერი პირი, ვინც პარლამენტში შევა, "ქართული ოცნების" რიგებში ჩაირიცხება.
"ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა. მათ არჩევნები გააყალბეს და ახლა ცდილობენ პოლიტიკური რეალობა გააყალბონ.
ის, რომ მმართველი პარტია პატრიოტთა ალიანსის სათადარიგო შემადგენლობის, ე.წ. დუბლების პარლამენტში შეყვანას აპირებს, ისევ და ისევ მიუთითსბს იმაზე, რომ ეს პარლამენტი ერთპარტიულია და ვინც არ უნდა შევიდეს, ის შედის ქართული ოცნების რიგებში.
მმართველ პარტიას მაინც მოუწევს აღიაროს, რომ არჩევნები გააყალბეს, მოუწევთ უკან დაიხიონ და ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდისთვის ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნება"- აცხადებს მელიქიშვილი.
წყარო:newpost.ge