თეგებით ძიება

გიორგი კახიანი - „პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას თუ მიიღებს, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განმარტებით, თუ „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წარმომადგენელი პარლამენტში შევა, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კახიანმა განმარტა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რატომ განიხილეს „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

„ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც გველოდება, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. იმედი გვაქვს, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყდება და კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, რაც იმაში აისახება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შემოვა. ვიდრე ეს შეხვედრა არ იქნება, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ვუდგებით. ვისაც სია ჩახსნილი აქვს, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა იმას გამოიწვევს, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაგრამ აუცილებლად მოხდება ეს საგაზაფხულო სესიაზე. რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრმა მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შემოსვლაზე და აქედან გამომდინარე, მათი განცხადებების განხილვა მოხდა. ამ პარტიის სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მუშაობას მიიღებენ, შესაბამისად, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს”, – განაცხადა კახიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა