თეგებით ძიება

ყველა ზომას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს - როგორ პასუხობენ "ქართულ ოცნებაში"პუტინს

ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა. ფაქტს "ქართული ოცნების" წერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო ყველა ზომას გამოვიყენებს იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება ყველა ფორმატში მოჰყვეს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება.

"ამიტომ, ამ ფარგლებში, რა რესურსი და რა მექანიზმებიც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ. ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთნ ერთად ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება ყველა ფორმატში მოჰყვეს",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა