თეგებით ძიება
04. 01. 2021 მსოფლიო

სამხედრო ბაზიდან 10 წუთში ათიათასობით ტყვია მოიპარეს- შემთხვევა ისრაელში

ისრაელის სამხედრო ბაზიდან ქურდებმა ათეულ ათასობით საბრძოლო ტყვია მოიპარეს. აღნიშული ფაქტი გასულ კვირას მოხდა ეროვნული არმიის საწვრთნელ ცენტრში Taslim Kibbutz-თან. აღნიშნული ბაზიდან გასული ათწლეულის განმავლობაში ათეულობით ფაქტი დაფიქსირებულა სამხედრო ამუნიციისა და იარაღის მოპარვის.

სამართალდამცავთა თქმით, ზემოხსენებული სამხედრო ამუნიციის მოპრავის ფაქტი ისრაელის ისტორიაში უპრეცედენტოა. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებს ბაზიდან ეხმარებოდა ვიღაც, რომელმაც უსაფრთხოების სისტემის კონკრეტული ხარვეზი გამოიყენა ქურდობის სქემის გასამართად. ამის შესახებ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მედია ავრცელებს.


გამომძიებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ქურდები ბაზაზე რამდენიმე ავტომობილით შევიდნენ, რა დროსაც 10 წუთში ასეულობით სამხედრო ამუნიციის ყუთით დატვირთეს მანქანები და ბაზიდან მალევე გაიქცნენ. ამ დრომდე არავინ დაუპატიმრებიათ და გამოძიება აქტიურ ფაზაშია.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა