საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა.
ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, ის ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას.
მისივე თქმით, ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია.