„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით ზილფიმიანი პარლამენტში მივიდა
„პატრიორტთა ალიანსის” პარტიული სიის მერვე ნომერი დავით ზილფიმიანი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა. დღეს პარლამენტი დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიას და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილებას ცნობს.
„ჩემი ღრმა რწმენაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე. ცოტანი იქნებიან თუ ბევრნი, განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს პარლამენტში. ჩვენს პარტიაში გაცილებით ჯანმრთელი მდგომარეობაა.ადამიანები თავის თავს არ აკადრებენ, რომ ერთმა პირი პარტიის წევრების აზრის გარეშე მივიდეს და ჩახსნას პარტიული სია ცესკოდან. ჩვენი ლიდერები ასე პარტიის წევრებს არ ეპყრობიან. მე მკითხეს რას ვაპირებდი”,- განაცხადა ზილფიმიანმა.