თეგებით ძიება

პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის“ შესვლის პროცესს გაგრძელება ექნება, ოპოზიციის ბოიკოტი კი უშედეგო ჩანს - რამა საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის სამი წევრის პარლამენტში შესვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ გაკვირვებია და ამპროცესს ასეთი გაგრძელება ექნება სხვადასხვა პარტიაში.

მისივე შეფასებით, პარლამენტში არშესვლას თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს, ოპოზიციის ბოიკოტი კი ჯერჯერობით უშედეგო ჩანს.

„უშედეგობას ისევ ურჩევიათ ის შედეგი, რისთვისაც მიიღეს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. მგონია, ნელ-ნელა ეს ტენდენცია პარლამენტისკენ მოძრაობისა გარდაუვალია. პოლიტიკამ იცის ორმაგი თამაშები და ასეთი რამ გასაკვირი არ იქნება. გაკვირვება დაიწყო იქიდან, როდესაც ინაშვილმა გადაწყვიტა ბოიკოტი. თუ ეცდება რაღაც ფორმები მოძებნოს ისეთი, რომ ნელ-ნელა შეცვალოს სიტუაცია, ეს გასაკვირი არ არის. რუსულ ინტერესებს თუ შევხედავთ, მის ინტერესშია იმის მოხდენა, რაც არ „აწყობს“ დასავლეთს. დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ „აწყობს“ ქუჩის პოლიტიკა და სურს, რომ ოპოზიციამ საკუთარი საქმიანობა გააგრძელოს პარლამენტში. აქედან, სავარაუდოა, რომ რუსეთის ინტერესში უფრო ის ბოიკოტი იყოს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი არის დაკავებული“, - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ უკვე მიმართეს. "პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან - გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის ასევე ავთანდილ ენუქიძე.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა