თეგებით ძიება

არჩევანის აკეთება მოუწევს ინჯიას, ან შევა პარლამენტში, ან დატოვებს პარტიას - ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” ბიზნეს შემადგენლობის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიაა პარტიის წევრი და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ინჯია დატოვებს ალიანსს.

“პარლამენტში სამი ან ოთხი უპარტიო ბიზნესმენის თეორიული შესვლა, რადგან არ ვიცით ჩვენი სიის ბიზნეს შემადგენლის წარმომადგენლების აზრი, ვერ მისცემს ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას. არც ერთი მათგანი არაა პარტიის წევრი. ბატონი ფრიდონ ინჯიაა ერთადერთი პარტიის წევრი, რომელსაც არჩევანის გაკეთება მოუწევს – ან შევა პარლამენტში და თუ შევა დატოვებს პარტიას, თუ არ შევა და იქნება ჩვენს პარტიაში”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

“პატრიოტთა ალიანსმა” საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილს, გიორგი ომიას და გოჩა თევდორაძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა. რაც შეეხება მეოთხე მანდატს, პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა