თეგებით ძიება
05. 01. 2021 მსოფლიო

მეცნიერების გაფრთხილება - "კოვიდ 19-ის ვაქცინის ფონზე ალკოჰოლის მიღება იმუნიტეტს აქვეითებს"

იმუნოლოგებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც კოვიდ 19-ის ვაქცინა მიიღეს, თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების დალევისგან, რადგან დიდი რისკია ამ შემთხვევაში ორგანიზმში არსებული ვაქცინის იმუნურობის განეიტრალების. ამის შესახებ წერს Dailymail-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ალკოჰოლი ნაწლავებში ტრილიონობით მიკროორგანიზმის შემადგენლობას ცვლის, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბაქტერიებისა და ვირუსების ორგანიზმში შეჭრის პრევენცირებასა და შეზღუდვაში.

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმში ალკოჰოლური ნივთიერება ხვდება, იგი იწვევს იმუნური უჯრედების დაზიანებას სისხლში, რომელიც ცნობილია ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების სახელით. სწორედ აღნიშნული უჯრედები გამოყოფენ ვირუსებზე შეტევისთვის აუცილებელ ანტისხეულებს.

მეცნიერთა დაკვირვებით, 3 ჭიქა ალკოჰოლური ნივთიერების მიღებაც კი საკმარისია იმისათვის, რათა სისხლში ლიმფოციტების უჯრედების პროდუქტიულობა ვირუსთან ბრძოლაში 50 %-ით შემცირდეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა