ლარი გაუფასურდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 5 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3074 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3028 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.46 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0625 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4477 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4941 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 იანვრიდან შევა ძალაში.
წყარო:primetime.ge