თეგებით ძიება
05. 01. 2021 მსოფლიო

ისრაელში კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დამტკიცდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის ქვეყანაში გამოყენება. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

“დღევანდელი დამტკიცება მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი კომპანიის ისტორიაში და COVID-19-ის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის დროს”, – აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა სტივენ ბანსელმა. “მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გაწეული მუშაობისთვის, რადგან სამინისტროს გუნდი დაუღალავად თანამშრომლობდა ჩვენთან, რათა ვაქცინა დროულად დამტკიცებულიყო”, – განაცხადა მან.

ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელი მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და კანადის შემდეგ, სადაც დამტკიცდა ვაქცინის გამოყენება.

ქვეყანამ მოითხოვა ვაქცინის 6 მილიონი დოზა. მიწოდება სავარაუდოდ იანვარში დაიწყება.

20 დეკემბერს, ისრაელმა დაიწყო ეროვნული ვაქცინაციის კამპანია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. 4 იანვრის მონაცემებით, 1.2 მილიონზე მეტმა ისრაელმა მიიღო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა.


"ipress"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა