თეგებით ძიება

კორონავირუსი ციხეებში - "შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს" - მინისტრი

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე ირწმჯუნება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდსიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმიანისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 31 დეკემბრიდან დაწესებულებებში ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო.

ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარებულია არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულებებში. მინისტრი ამბობს, რომ პატიმრის კოვიდინფიცირების შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება. ლორთქიფანიძის თქმით, ამ ეტაპზე, შეშფოთების არავითარი საფუძველი არსებობს.

"ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო 31 დეკემბრიდან პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება. პირველ რიგში, ამას არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება დაექვემდებარა, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა ეს ადამიანი და მათი თანამესაკნეები არიან იზოლირებული", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა