თეგებით ძიება

მიტაცებული არჩევნების წყალობით ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ ოცნებას მოუწევს ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება - ჩვენ უფრო ვძლიერდებით - ნიკა მელია

"ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის გუშინდელ ცინიკურ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ პარტია იანვრის ბოლოს ახალი იდეებით წარსდგება საზოგადოების წინაშე. როგორც მელიამ აღნიშნა, ოცნებას მოუწევს რეალობისთვის თვალის გასწორება და იმ აზრთან შეგუება, რომ ენმ უფრო ძლიერი და განვითარებული პარტია იქნება:

"მესმის, რომ ქართულ ოცნებაში არ სიამოვნებთ ის, რაც ხდება ენმ-ში, მაგრამ ეს არ არის მათი არჩევანი, ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენ ვვითარდებით, ვიზრდებით და, მიტაცებული არჩევნების წყალობით ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ ქართულ ოცნებას მოუწევს ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება და ეს ახალი რეალობა იქნება კიდევ უფრო ძლიერი პარტია ახალ წევრებთან, ჩვენს გამოცდილ თანამებრძოლებთან ერთად", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მალე განადგურდება, რადგან მას თვითგანადგურების რეჟიმი აქვს ჩართული.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა