ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3001 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3074 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0073 პუნქტით გამყარდა.
1 ევროს შეძენა კი 4.0713 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0625 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0088 პუნქტით გაუფასურდა.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 6 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 7 იანვრიდან ამოქმედდება.