ყველაზე ლამაზი ქალები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ქალის გარეგნობა მხოლოდ თავის მოვლასა და გენეტიკურ მონაცემებზე არ არის დამოკიდებული, რადგან ამისთვის განსაკუთრებულ ვარსკვლავზე უნდა დაიბადო. მათი აზრით, ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე მეტი ლამაზმანი იბადება.
1. ვერძი
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ხშირად თავიანთ სილამაზეს ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ისინი მამაკაცებს ძალიან იზიდავენ. ვერძებს განსაკუთრებული, ანგელოზური სილამაზე აქვთ, თუმცა საკმაოდ მოკრძალებულები არიან და საკუთარი უპირატესობებით არასოდეს სარგებლობენ. გარეგნობის გარდა, ვერძ ქალებს სულიც ლამაზი აქვთ, სწორედ ამიტომ, ვერძთან კავშირი ემოციური და ხანგრძლივია.
2. ლომი
ლომ ქალებს გამომწვევი სილამაზე აქვთ, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა შეუძლია, მაგრამ ყველაზე მეტად ისინი თავიანთი ხასიათითა და ენერგიულობით ხიბლავენ. ასეთი ქალბატონის დავიწყება ძალიან რთულია.
ლომები თავიანთ გამორჩეულობაში დარწმუნებულები არიან, რაც სხვების თვალში მომხიბვლელობას მატებთ. ლომ ქალებთან ურთიერთობის დროს მთავარი წესია - ნუ ეცდებით მისი გარეგნობა გააკრიტიკოთ, თორემ მრისხანე მტერს შეიძენთ. ლომი ქალი არასოდეს ენდობა ადამიანს, რომელმაც მის სიდიადეში ეჭვი შეიტანა.
3 მორიელი
მორიელ ქალბატონებს განსაკუთრებული ხიბლი აქვთ.სილამაზის გარდა, მათ საოცრად მიმზიდველი ენერგია აქვთ. მორიელი ქალები მშვენივრად აცნობიერებენ თავიანთ სილამაზეს და მამაკაცებს ოსტატურად მართავენ, მაგრამ პარტნიორის არჩევისას ხშირად ცდებიან.
და ბოლოს, სილამაზე მხოლოდ გარეგნობა არ არის! მიმზიდველობის ხარისხი ხშირად იდეალური სახის ნაკვთები არ განსაზღვრავს.