გაიახლეთ ვარცხნილობა და მოიზიდეთ ფული - ფენ შუის რჩევები
გაიახლეთ ვარცხნილობა და მოიზიდეთ ფული - რჩევები ფენ შუის მიხედვით:
გავააქტიუროთ ფულის ენერგია იანვარში თმის შეჭრის დახმარებით. ჩაეწერეთ სალონში საჭირო დღეებში. ეს მარტივი გზაა ფულის მოსაზიდად.
ასეთ დღეებში თმის თუნდაც 1-2 სანტიმეტრით შეჭრით ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით.
ჩაინიშნეთ და ისარგებლეთ:
18, 21, 29, 30 იანვარი
ამ დღეებში კარგია განსაკუთრებული მანტრების და აფირმაციების წაკითხვა კეთილდღეობაზე. ეს ყველაფერი ფულად თმის შჭრას უფრო ეფექტურს და მიზანმიმართულს გახდის.
მანტრა: ომ შრი განეშაია ნამახ
ასევე თქვენი საყვარელი აფირმაციები, ან ასეთი:
ჩემი შემოსავალი მუდმივად იზრდება!
მე ყოველთვის მაქვს ფული!
მე ადვილად და სიხარულით ვღებულობ ფულს!
ყურადღება - საკუთარი ხელით თმის შეჭრა არ შეიძლება!
ეზოთერიკის თვალსაზრისით, თმა არის ენერგია, რომელიც კოსმოსთან გვაკავშირებს. ბევრ კულტურაში მიიჩნევა, რომ თმაში ადამიანის ძალაა, ბუნებისგან ბოძებული ენერგია, რომელიც გვიცავს.
სწორედ თმა ინახავს ინფორმაციას ჯანმრთელობის პოტენციალის, ადამიანის ნებისყოფის, მისი კეთილდღეობის, შინაგანი და გარეგანი სილამაზის შესახებ.
ძველად ამბობდნენ, რომ თმის შეჭრა ყველას არ უნდა ანდოთ. მაკრეტელს საკუთარ ხელში და ბოროტი ადამიანის ხელში ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლია.