თეგებით ძიება

ლარის ახალი კურსი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.21 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0077 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4420 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.5010 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 იანვრიდან შევა ძალაში.


წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა