თეგებით ძიება
14. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 224 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 848 პაციენტი კი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 848 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 224 258 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 23 071 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 384 653-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა