თეგებით ძიება
14. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

231 ხმა 197-ის წინააღმდეგ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ამგვარად, ტრამპი გახდა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ეს კი ერთი კვირის თავზე მოხდა მას მერე, რაც კონგრესის შენობაში მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ.

დონალდ ტრამპს ვადის ამოწურვამდე ბოლო ერთი კვირა აქვს დარჩენილი, თუმცა მწვავე დისკუსიების ფონზე კონგრესმა დემოკრატი წევრების უმრავლესობით მისი იმპიჩმენტი მაინც საჭიროდ ჩათვალა. სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი პრეზიდენტს "ქვეყნისთვის აშკარა, არსებული საფრთხე" უწოდა. იმპიჩმენტს მხარი ტრამპის თანაპარტიელებმა, რესპუბლიკელების ათმა წევრმაც დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტის ბედს კონგრესის ზედა პალატა, სენატი გადაწყვეტს. ასეთ შემთხვევაში მისი სხდომა სასამართლოს ფორმით ჩატარდება. ამ საქმეში სენატორები გამოვლენ ნაფიც მსაჯულთა, კონგრესმენები კი - ბრალმდებელთა როლში. ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე იქნება აშშ-ის მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი. ბრალდების დებულებები სენატორთა ორმა მესამედმა უნდა აღიაროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა