ვარსკვლავები, რომლებიც ასტროლოგიისა და ჰოროსკოპების გარეშე ნაბიჯს არ დგამენ
ასტროლოგიაში რეტროგრადულობა პლანეტის მოძრაობის მიმართულების დროებითი ცვლილებაა საპირისპირო მიმართულებით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ პერიოდში პლანეტები, განსაკუთრებით მერკური, ადამიანზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ: ადამიანებს შორის ურთიერთობები წყდება, მუშაობაში ქაოსია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება რთულდება. როგორც ირკვევა ასტროლოგიის უამრავ ცნობილ ადამიანს სჯერა და სპეციალისტების ყველა მითითებას ითვალისწინებს.
ტეილორ სვიფტი
ახლა პლანეტების ადამიანებზე გავლენისა და რეტროგრადული მოვლენების შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ 2015 წელს ეს ნაკლებად შესწავლილი თემა იყო. სწორედ ამიტომ MTV -თან ტეილორ სვიფტის ინტერვიუ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მომღერლის თქმით, მერკურის რეტროგრადული მოძრაობის გამო ცხოვრებაში პრობლემები ექმნება. სვიფტის თაყვანისმცემლები ამ თემით დაინტერესდნენ და ასტროლოგიური კალენდრების შესწავლა დაიწყეს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ მომღერლის სიტყვებში ჭეშმარიტება აღმოაჩინეს.
დემი მური
დემი მური ასტროლოგიითა და ჰოროსკოპებით ეშტონ კატჩერთან მტკივნეული დაშორების შემდეგ დაინტერესდა. ახლა მსახიობი აღარ უგულებელყოფს ექსპერტების რჩევებს და ადამიანის ბედზე სამყაროს იდუმალი გავლენის სჯერა. ვარსკვლავის თაყვანისმცემლებისთვის მთავარია ის ბედნიერი იყოს და ახალი სიყვარული იპოვნოს და ამაში პლანეტები დაეხმარებიან თუ სხვა ძალები სრულიად უმნიშვნელოა.
ლედი გაგა
მომღერალი ვარსკვლავებისა და პლანეტების მისტიკური ენერგიის არსებობაში დარწმუნებულია, ამიტომ ხშირად ასტროლოგიური კალენდრის დახმარებას მიმართავს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ჰოროსკოპში იხედება. ამბობენ, რომ ლედი გაგა ტურებსა და კონცერტებსაც კი აუქმებს, თუ თარიღი მერკურის რეტროგრადულ მოძრაობას ემთხვევა. ის ყველანაირად ცდილობს, რომ შესაძლო წარუმატებლობა თავიდან აიცილოს, თუმცა თავად მერკურის რეტროგრადიული მოძრაობის დროს დაიბადა.
ანჯელინა ჯოლი
ლედი გაგას მსგავსად, ანჯელინა ჯოლიც მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დროს დაიბადა. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ამან მის ბედზე უარყოფითი გავლენა მოახდინა - ვარსკვლავი პლანეტებს ადანაშაულებს იმაში, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ნამდვილი მეგობრები ვერ იპოვა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ასტროლოგიის გარდა, აღმოსავლური რელიგიებითაც არის დაინტერესებული და საკუთარ გადაწყვეტილებებს ბუდისტ ბერთან განიხილავს. ისინი ამბობენ, რომ სწორედ მან ურჩია მსახიობს ქალურობისა და სინაზის აღსადგენად ბავშვები გაეჩიონა და ეშვილებინა.
ვანესა ჰადგენსი
ვანესა ჰადგენსი ფიქრობს, რომ მერკური რეტროგრადულმა მოძრაობამ შეიძლება მის ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ გამუდმებით დაცვის გზებს ეძებს. მსახიობი არ მალავს, რომ ასტროლოგიის სჯერა და „ტვიტერზე“ ხშირად აქვეყნებს რჩევებს რეტროგრადული პერიოდის ადვილად გასავლელად.