თეგებით ძიება

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს მოსლოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან, რომლებიც თქვენს ინიციატივებს ეწინააღმდეგებიან. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გეგმების განსახორციელებლად, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თუ რაიმე ნივთის შეძენაზე ოცნებობთ, ვინმესთან შეხვედრას ან სადმე წასვლას აპირებთ, დღეს ამისთვის საუკეთესო დროა.

კურო
მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გირჩევთ პროფილაქტიკურ ზომებს მიმართოთ - იზრუნეთ საკუთარ თავზე და მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას. საღამოს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გელით. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ და შერიგებას გეგმავთ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა.

ტყუპები
ეცადეთ თქვენი ყოველდღიური მოვალეობები აუჩქარებლად შეასრულოთ. თუ შესაძლებელია, ამ დღეს ახალი საქმეები არ დაგეგმოთ, რადგან გადაღლამ და ნერვიულობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარში დასვენებისთვის დრო გამონახოთ და საკუთარ თავს ცხოვრების პატარა სიხარულებზე უარი არ უთხრათ.

კირჩხიბი
გირჩევთ ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე გაამახვილოთ, რომლებთან გამკლავება დამოუკიდებლად შეგიძლიათ, დანარჩენებს კი ყურადღება არ მიაქციოთ. თავი შორს დაიშჭირეთ ადამიანებისგან, რომლებსაც არ ენდობით - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. დღის მეორე ნახევარში შეიძლება საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ.

ლომი
შესანიშნავი დროა ახალი ცოდნის მიღებისა და დასვენებისთვის. თუ დიდი ხანია ოცნებობ სასურველი ნივთის შეძენაზე, გირჩევთ ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ. კარგი იქნება თუ უფროსი ნათესავების რჩევას გაითვალისწინებთ. თუ გრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, სწორედ უფროს ნათესავებს უნდა სთხოვოთ.

ქალწული
ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ და ყველაფერთან ერთდროულად გამკლავება გიჭირთ. სწორედ ის დროა, რომ ახლობელ ადამიანებს დახმარება თხოვოთ. დღის პირველ ნახევარში გამორიცხული არაა, რომ ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის დასაწყებად არახწელსაყრელი დროა. უმჯობესია, ცოტათი დაიცადოთ.

სასწორი
ამჟამად ძალიან გიჭირთ სიტუაციის ობიექტურად შეფასება, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში, ამიტომ გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. ეცადეთ ყველაფერს, რასაც შემოგთავაზებენ ან დაგპირდებიან, ეჭვის თვალით შეხედოთ. გამოირიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.

მორიელი
დროა დაიწყოთ ცვლილებების განხორციელება, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. ეცადეთ ამის გაკეთება ნაკლები დანაკარგებით შეძლოთ და ენერგია დაზოგოთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა გელით. თავი შეიკავეთ ფულის სესხად მიცემისგან, თუნდაც ეს ძალიან ახლობელმა ადამიანმა გთხოვოთ.

მშვილდოსანი
ამ პერიოდში საკმარისზე მეტი ენერგია გექნებათ, ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ რომელი სასარგებლო საქმეებისკენ მიმართავთ. გირჩევთ ხელქვეითებს ან უბრალოდ, ახლობელ ადამიანებს ძალიან ბევრი დავალება არ მისცეთ, თორემ ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ ზედმეტად არ გადაიღალოთ.

თხის რქა
ამ დღეს სამსახურში ნებისმიერ დავალებას სწრაფად გაუმკლავდებით. მოლაპარაკებები უფროსთან ან საქმიან პარტნიორებთან თქვენთვის სასარგებლოდ წარიმართება. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად, მაცდური შეთავაზება მიიღოთ და დაიწყოთ თანამშრომლობა ადამიანებთან, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებენ.

მერწყული
ამ დღეს ეცადეთ საკუთარი შეხედულებები შედარებით დელიკატურად გამოხატოთ და ზედმეტ პრინციპულობას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები არა პრინციპულ, არამედ უხეშად ადამიანად ჩაგთვლიან და კონფლიქტურ სიტუაციას თავს ვერ დააღწევთ. გირჩევთ მოგზაურობისა და ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად.

თევზები
გირჩევთ ახალი საქმის დაწყებამდე ძველები დაასრულოთ. ამ დღეს სამსახურზე კონცენტრირება გიჭირთ, განსაკუთრებით თუ ის ერთფეროვანი და უინტერესოა. ვიღაცას თქვენი უახლოესი გარემოცვიდან შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს. ეცადეთ დახმარების ხელი გაუწოდოთ იმ შემთხვევაშიც კი თუ ამის სურვილი არ გაქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა