თეგებით ძიება
14. 01. 2021 მსოფლიო

ამერიკის ჰიმნს ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ლედი გაგა შეასრულებს

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა ბაიდენის დიდი გულშემატკივარია და მის საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლედი გაგას შემდეგ სცენაზე, ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი გამოვა, ამ დროისთვის დამათებითი დეტალები, თუ კონკრეტულად რას გააკეთებს მომღერალი უცნობია.

ინაუგურაციის ტრანსლირების შემდეგ დაიწყება სპეციალური შოუ რომელსაც ტომ ჰენქსი გაუძღვება და ტელემაყურებლის წინაშე დემი ლოვატო, ჯონ ბონ ჯოვი, ენტონი კლემონსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი წარდგებიან.

ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან, 20 იანვარს გაიმართება.


"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა