რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?! რას აკეთებენ ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებულები – ქეთი დოლიძე
რეჟისორი ქეთი დოლიძე რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსულ ხალხს, რომლებიც დედაქალაქში, ელიავას ბაზრობაზე არიან სამუშაოდ ჩამოსულები, სოფელში დაბრუნებას ურჩევს.
„მე არ დავდივარ ელიავაზე საერთოდ, მაგრამ ნახეთ ერთი რა ხდება ელიავას ბაზრობაზე თუ არ დაგემალებიან, მაჩვენეთ, რას აკეთებენ ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი. რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?!
რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან თავიანთ სოფლებს. როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში, მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში და ელიავას ხიდის ქვეშ დგას დგას მკეოთხედი თუ ნახევარი. ეს წარმოუდგენელია, არაფრით არ შეიძლება“, განაცხადა დოლიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.