თეგებით ძიება
15. 01. 2021 მსოფლიო

რუსი სპორტსმენების არჩევანი - „კატიუშა“ რუსეთის ჰიმნის ნაცვლად

რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ინიციატივით გამოვიდა, მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ჰიმნის და დროშის გარეშე დარჩენილმა რუსმა სპორტსმენებმა გამარჯვება ჰიმნის ნაცვლად სხვა მელოდიის სიმღერით აღნიშნონ. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიამ არჩევანი „კატიუშაზე” შეაჩერა.

„არაერთ ვარიანტზე ვიმსჯელეთ. მათ შორის იყო რამდენიმე თანამედროვე სიმღერაც და, საბოლოოდ, ყველაზე დიდი მხარდაჭერა „კატიუშამ“ მოიპოვა. უკვე მივმართეთ ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომს“, - უთხრა ჟურნალისტებს სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელმა, ფარიკაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოფია ველიკაიამ.

ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის დელეგაციას 2022 წლის ჩათვლით აეკრძალა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა. რუსი სპორტსმენები უახლოესი ორი წლის განმავლობაში ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე დროშის გარეშე გამოვლენ და, გამარჯვების შემთხვევაში, მათი საყვარელი ჰიმნი არ აჟღერდება.

საარბიტრაჟო სასამართლომდე რუსეთი საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ დასაჯა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით, დოპინგთან დაკავშირებული მასშტაბური ხასიათის დარღვევების გამო, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ აქტიურად ჩართული.


"რადიო თავისუფლება"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა