თეგებით ძიება
15. 01. 2021 მსოფლიო

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში – 34 გარდაცვლილი და საავადმყოფოს ნანგრევებში მოყოლილი პაციენტები

დღეს, გამთენიისას ინდონეზიაში, კუნძულ სულავესზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით კი დაშავდა. მომხდარის შედეგად დაინგრა შენობები და საცხოვრებელი სახლები.

6.2 ბალიანი მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. ეპიცენტრი დასავლეთ სულავესში, ქალაქ მაჟენიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით იყო.

დანგრეულ შენობებს შორისაა საავადმყოფოც, რომელშიც ათობით პაციენტი იმყოფებოდა და მათ გამოყვანას მაშველები ცდილობენ.

ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლეილი 7 ადამიანი და მათ გადარჩენასაც ცდილობენ მაშველები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა