ქვეყნები, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მათი განცხადებით, 15,9%-ით მეტია 2019 წლის დეკემბერზე.
"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95% მოდიოდა", — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება:
რუსეთი — 40,71 მილიონი აშშ დოლარი;
იტალია — 31,82 მილიონი აშშ დოლარი;
საბერძნეთი — 22,42 მილიონი აშშ დოლარი;
აშშ — 22,31 მილიონი აშშ დოლარი;
ისრაელი — 15,52 მილიონი აშშ დოლარი;
თურქეთი — 9,90 მილიონი აშშ დოლარი;
უკრაინა — 9,51 მილიონი აშშ დოლარი;
გერმანია — 8,32 მილიონი აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი — 5,79 მილიონი აშშ დოლარი;
ესპანეთი — 4,76 მილიონი აშშ დოლარი;
საფრანგეთი — 3,23 მილიონი აშშ დოლარი;
ყაზახეთი — 2,85 მილიონი აშშ დოლარი;
პოლონეთი — 2,64 მილიონი აშშ დოლარი;
ბრიტანეთი — 1,96 მილიონი აშშ დოლარი;
ირლანდია — 1,92 მილიონი აშშ დოლარი;
კანადა — 1,76 მილიონი აშშ დოლარი;
ყირგიზეთი — 1,47 მილიონი აშშ დოლარი;
სომხეთი — 1,20 მილიონი აშშ დოლარი;
კვიპროსი — 1,12 მილიონი აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის ცნობითვე, დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24,7 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბეზე 3,4%-ით ნაკლებია.
"ონ.ჯი"