თეგებით ძიება

ამდენი უსაქმური მამაკაცი დგას ხიდის ქვეშ, ნარდს თამაშობენ, კაბინეტში უნდათ მუშაობა, "ლაფათქაზე" არავის უნდა - ხათუნა ბოკუჩავა

მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და უმუშევრობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მამაკაცებს ურჩევნიათ უსაქმურად ყოფნა, ვიდრე "ლაფათქაზე" იმუშაონ.

მისი თქმით, ქვეყანაში სამუშაო არის, თუმცა ხალხს მუშაობა არ უნდა. ქალბატონმა ხათუნამ გადაცემაში ქეთი დოლიძის განცხადება გაიხსენა და დაეთანხმა.

“ქალბატონმა ქეთის ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, რომელსაც მერე დაესხნენ თავს და გააცამტვერეს. ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ. ისინი დგანან ნარდს თამაშობენ, იშვიათად რამდენიმე ადამიანი ნახო, რომ წამოგყვეს და რაღაც გააკეთოს. ყოველთვის სოფელი არჩენდა ქალაქს. მიწა აქვთ, მიწა უნდა დამუშავდეს, საქონელია, წვრილფეხა თუ მსხვილფეხა. კაბინეტში უნდათ მუშაობა, "ლაფათქაზე" არავის არ უნდა”, – განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა