თეგებით ძიება
16. 01. 2021 მსოფლიო

Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ანგარიში განბლოკა

სოციალურმა ქსელებმა Facebook-მა და Instagram-მა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში მოულოდნელად განბლოკა. ქმედების მიზეზი სოციალური ქსელების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჯერ არ განუმარტიათ.

ამ დროისთვის ტრამპის ანგარიში მისაწვდომია, თუმცა უცნობია, შეუძლია თუ არა მოქმედ პრეზიდენტს სოციალურ ქსელში ახალი პოსტების გამოქვეყნება.

ცნობისთვის, იანვრის დასაწყისში ფეისბუქის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ტრამპის ანგარიში მანამდე იქნებოდა დაბლოკილი, სანამ ის არსებულ თანამდებობას არ დატოვებდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა