თეგებით ძიება
16. 01. 2021 მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ინდონეზიაში დამანგრეველ მიწისძვრას 45 ადამიანი ემსხვერპლა. კუნძულ სულავესიზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 820-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 15 000 ადამიანი ევაკუირებული იქნა.

სულავესის კუნძულზე 6.2-ი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, საკომუნიკაციო ქსელები.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა