თეგებით ძიება

არასოდეს შეგეშინდეთ საკუთარი სურვილებისკენ სვლა

იქნებ ახლა შენს ცხოვრებაში ის დღე დგას, როდესაც საკუთარი იდეით აღფრთოვანებული ხარ, იდეით რომელიც ირგვლივ არც კი გსმენია, გსმენია კია არა, შესაძლოა ამხელა იდეაზე ფიქრის გაბედვაც კი, ფიქრშიც არ დაუშვია არავის?!

პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგანახებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, არასდროს უნდა თქვათ უარი საკუთარი სურვილების და მიზნების ასრულებაზე. გაბედეთ თქვენი სურვილებისთვის ბრძოლა, ვინც არ უნდა გითხრათ, რომ ეს არ გამოგივათ.

ჩვენ ყველას შეგვიძლია რაიმე გენიალურის, გრანდიოზულის შექმნა, მაგრამ ცოტა თუ ბედავს ამ ყველაფერს, დიახ «თუ ბედავს?

რადგან ყოველდღიური რუტინა ზოგჯერ უფრო მოსახერხებელია, ვიდრე «კანიდან გამოსვლა» და «სირბილი» საკუთარი «ფართო» იდეების განსახორციელებლად...

და მაინც თუ ხდება ისე, რომ ვენთებით და მივდივართ მისკენ, ყოველთვის დააკვირდით ვის უზიარებთ ამ იდეებს და ვინ გეუბნებათ რომ არ გამოგივათ!
ეს სიგიჟეა!

შენ სულ გააფრინე!

ვიღაცა დაგცინებთ კიდეც, მერე სიცილი მარტოს არ ეყოფა , წავა და თქვნზე სადმე სხვაგან იცინებს, რომ თქვენ ბედავთ და ეს ყველაფერი ხელშასახები და «ასაშენებელი» გქონიათ და უფრო მეტიც,გსურთ კიდეც!

და ვინ არიან ის ადამიანები?! რას მიაღწიეს მათ?! როგორია მათი საქმიანი თუ პირადი ცხოვრება?!

შესაძლოა ისინი ავტორიტეტებიც იყვნენ, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ვინმემ თქვენზე უკეთ იცის რა შეგიძლიათ თქვენ?! ვინმე თქვენზე მეტად გრძნობს, იმ სიცხადეს თქვენი სურვილისა, რომელზეც გაგკიცხეს ან აბუჩად აგიგდეს...

იცით ერთ დღესაც რომ არ დანებებდებით, თქვენი მიზნებისკენ სვლას განაგრძობთ, მიაღწევთ და დასასვენებლად ჩამოჯდებით, თქვენთან ერთად ყავის დასალევად მოვა ყველა ის ვისაც თქვენი არ სჯეროდა და გეტყვით რომ ამაყია თქვენით!

არასოდეს არ თქვათ საკუთარ დიდ თუ პატარა ოცნებებზე, მიზნებზე უარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ სჯერა თქვენი!

მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ვისაც გაუზიარეთ, წარმოდგენა არ აქვს, რომ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია?!

მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას შეშურდა თქვენი!

მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა უბრალოდ უხასიათოდ არის და მხარს არ გიჭერთ!

მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას გიჟი გონიხართ,რადგან გაბედეთ და საკუთარ სურვილებს მოუსმინეთ და დაიჯერეთ რომ ეს გამოგივათ!

ფრთხილად შეარჩიეთ მიზნების და ოცნებების გამზიარებლები!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა