თეგებით ძიება

კობი-გუდაური ჩაკეტილია - სატვირთო ავტომობილების 10-კილომეტრიანი რიგებია

კობი-გუდაურის გზა მეოთხე დღეა ჩაკეტილია, გადაადგილება ყველანაირი სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

ადგილზე სატვირთო ავტომობილების 10-კილომეტრიანი რიგებია. მანქანების რიგები დუშეთიდან იწყება. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

მძღოლები "კურიერთან" აცხადებენ, მათ საჭირო პროდუქტებსა და წყალზე, ამ დროისთვის, დეფიციტი არა აქვთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მოხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, მათ უკვე საჭირო პროდუქტებსა და საწვავზე შეექმნებათ დეფიციტი.

ადგილზე ისევ ზვავსაშიშროება და ძლიერი ქარია, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა