თეგებით ძიება
17. 01. 2021 მსოფლიო

ნაყინში COVID-19 დადასტურდა - საგანგაშო აღმოჩენა?

ჩინეთში, ნაყინში ახალი კორონავირუსის კვალი აღმოაჩინეს. sky.com-ის ინფორმაციით, ნაყინის სამმა ეგზემპლარმა ვირუსისადმი დადებითი მაჩნებელი გამოავლინა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნაყინში covid-19 აღმოჩნდა.

ეპიდემიოლოგები იმ პირთა ვინაობას იკვლევენ, რომლებსაც შესაძლოა Tianjin Daqiaodao Food Company-ის მიერ წარმოებული ნაყინის პარტიასთან კონტაქტი ჰქონოდათ.

ფაქტის გამოვლენის შემდეგ, კომპანიის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი დაილუქა, ხოლო გაყიდვაში არსებული ნაყინი ამოიღეს. გარდა ამისა, კომპანიის 1 662 თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს და მათი ტესტირება დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ კოვიდდადებითი ნაყინის პარტიის საწარმოებლად უკრაინიდან და ახალი ზელანდიიდან იმპორტირებული პროდუქტები გამოიყენა.

ლიდსის უნივერსიტეტის დოქტორის, სტივენ გრიფინის განმარტებით, ფაქტი პანიკის საფუძველს არ იძლევა. ის ნაყინის კოვიდდადებითობას ერთჯერად შემთხვევად მიიჩნევენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა